четверг, 29 ноября 2012 г.

პროექტის სახელწოდება
სახელწოდება-ხალხური მარგალიტების სალარო, შელოცვანი ზემო აჭარაში
პროექტის მთავარი იდეა (თემა)
ხალხური მარგალიტების, შელოცვების შეგროვება, ჩვენი წინაპრების მიერ დამკვიდრებული ტრადიციების გაგრძელება;
პროექტის აქტუალობა
მივიწყებული ტრადიციის გაცნობა;
პროექტის მიზნები
მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან ჯერ კიდევ შემორჩენილ და მივიწყებულ ქართულ ზნე-ჩვეულებებს, ზემო აჭარის მკვიდრებს,ე.წ ,,შემლოცველებს“, რომლებიც ,,შელოცვებით“ ცდილობენ ამა თუ იმ დაავადებისაგან იხსნან პიროვნებები; გაეცნობიან აგრეთვე შელოცვების საჭირო ატრიბუტებს. განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების , ინტერვიუების აღების,  გამოკითხვის ჩატარებისა და კვლევის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეთა ასაკი
14-15 წელი
ვადები, ხანგრძლივობა
ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები ზემო აჭარის უხუცესების გამოკითხვით საფუძვლიანად შეისწავლიან ქართული ფოლკლორის ნიმუშებს. ეს დახმარებას გაუწევს როგორც ეროვნული სიტყვიერებითა და ეთნოგრაფიით, ასევე ხალხური მედიცინით დაინერესებულთ, რამეთუ შელოცვებში უხვად მოიპოვება დაავადებათა სამკურნალო რეცეპტურა და პრაქტიკული რჩევა-დარიგებანი. შექმნიან ელექტრონულ ჟურნალს, სადაც განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას.
პროექტისთვის საჭირო რესურსები
ფოტოაპარატი, ხმის ჩამწერი, მობილური ტელეფონი, თაბახის ფურცლები, ავტოკალმები, დისკები, კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა
   მოსწავლეებთან ერთად შევარჩევთ თემას.მოსწავლეებს დავყოფთ ჯგუფებად,  პირველი ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიონ სხვადასხვა დაავადებების შესახებ არსებული ,,შელოცვანი“ და ზუსტად ჩაწერონ მისი შესრულების წესები და შელოცვისთვის საჭირო ატრიბუტების სახელწოდებები, ხოლო მეორე ჯგუფი მოძიებულ მასალებს განათავსებენ ელექტრონულ ჟურნალში.
პროექტის ხელმძღვანელი
ვარდო ხოზრევანიძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა
vardovardo2012@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი, ბლოგი
http://vardoba.blogspot.com/