საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კველევა

საკუთარი  პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევა
კლასის  მართვის  პრობლემები და გაუმჯობესების გზები

იმ პედაგოგიურ უნარებს შორისრომელიც აუცილებელია იმისათვისრომ საგნის კარგი სპეციალისტი წარმატებული მასწავლებელი იყოსკლასის მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მასწავლებლისა და მოსწავლის ჰარმონიულიკეთილგანწყობილიპატივისცემითნდობითა და სიყვარულით გამსჭვალული ურთიერთობა სრულყოფილი სასწავლო პროცესის განმსაზღვრელიასაკლასო დისციპლინა უმნიშვნელოვანესია კარგი გაკვეთილის ჩასატარებლადამ კუთხით განხორციელებული კვლევები ადასტურებენრომ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის გაჩენილ მცირე უთანხმოებასრომელიც შეიძლება უფსკრულადგადაუჭრელ პრობლემად იქცესაქვს თავისი მიზეზებირომელთა გარკვევაც სამომავლოდ ამგვარ საფრთხეს შეამცირებსდამნაშავის ძიება ხშირად საქმეს არ შველისუდისციპლინო მოსწავლეს ან სხვა კლასში  გადაიყვანენან გარიცხავენან სხვა ზომებს მიმართავენმაგრამ პრობლემა ამით არ მოგვარდებასაჭიროა მასწავლებლისა და მოსწავლეების შეთანხმებული მოქმედება საკლასო დისციპლინის გასაუმჯობესებლადრათა მასწავლებელს მიეცეს საშუალება პროფესიონალიზმის სრული გამოვლენისახოლო მოსწავლეებს-სწავლისაამისთვის კი მნიშვნელოვანიამასწავლებელმა  კლასი გაიაზროსროგორც საზოგადოების ერთგვარი მიკრომოდელი და იფიქროს მისი მართვის ხერხების გამრავალფეროვნებაზე.
წინამდებარე  ნაშრომი  არის  პრაქტიკული  კვლევის  ანგარიში.  ნაშრომში  განხილულია,  კლასის  მართვის  პრობლემები  და  ამ  პროლემების  გადასჭრელად  დაგეგმილი  და  განხორციელებული  ცვლილებები.



ლ  ი  ტ  ე  რ  ა  ტ  უ  რ  ი  ს       მ  ი  მ  ო  ხ  ი  ლ  ვ  ა
კლასის  მართვა გაკვეთილზე  მოსწავლეთა  ქცევის  მართვას  მოიცავს,  რაც  ეფექტური და უსაფრთხო სასწავლო  პროცესის  უზრუნველსაყოფადაა  საჭირო იგი  გულისხმობს  კლასში  ისეთი  ატმოსფეროს შექმნასსადაც  მოსწავლეები  მოტივირებული  იქნებიან  ისწავლონ განსხვავებული  შესაძლებლობის მიუხედავად  სიამოვნებით  ითანამშრომლონ შეძლონ  კონფლიქტის  თავიდან  არიდება,  მისი მოგვარება  საკლასო  ოთახში თუ  მის  გარეთ   და  უსაფრთხოდ  იგრძნონ თავი.    კლასში მასწავლებლები ძირითადად ორი მიმართულებით მუშაობენპირველი, თუ რა უნდა ასწავლონ და მეორე, როგორ უნდა მართონ სასწავლო პროცესიადრე პედაგოგიკაში სწავლება და სასწავლო პროცესის მართვა ერთმანეთისაგან ცალ-ცალკე განიხილებოდამოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვა კლასის მართვის ერთერთი მთავარი ნაწილი იყომასწავლებელი გაკვეთილს იწყებდა მოსწავლეთა აღრიცხვით და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა სწავლებათუმცაბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყორომ სწავლებას ვერ განვიხილავთ კლასის მართვისაგან დამოუკიდებლადკლასის მართვა სწავლებასთანაა კავშირშიიგი მოიცავს ყველაფერს, რაც უკავშირდება საკლასო ოთახში სასწავლო პროცესის ეფექტურობასსწავლებისათვის ხელისშემყობიუსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას (ევერტსონი, 2011). მაგალითადმოსწავლეების მიერ კითხვების დასმაქცევის წესების ჩამოყალიბებაოთახის დეკორაცია და ასე შემდეგ.
      კლასის მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია საგაკვეთილო დროის მართვათუ მასწავლებელი დროს ეფექტურად ვერ ანაწილებსმოსწავლეთა ქცევის მართვა და სასწავლო მიზნების მიღწევა რთულდება. (დაწვრილებით ამ საკითხის შესახებ იხილეთ სტატია გაკვეთილის დროის მართვა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ 2008 წელს გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელოს მესამე ნაწილში - სასწავლო და პროფესიული გარემო).
    კლასის მართვა არ გულისხმობს მოსწავლეების გაკონტროლებას და მათ იძულებას გაკვეთილზე წყნარად იყვნენკლასის მართვა და დისციპლინა ხშირად სინონიმებად იხმარებათუმცაღა დისციპლინას ხშირად უარყოფითი კონოტაცია აქვს და მასწავლებლის მიერ მოსწავლის არასასურველი ქცევის პრევენცია/აღკვეთაზეა მიმართულიკლასის მართვა კი იმ სტრატეგიების ერთობლიობაარასაც მასწავლებელი იყენებს უსაფრთხო და პროდუქტიული სასწავლო პროცესის ორგანიზებისათვის. შესაძლებელია კლასში ისეთი გარემო გვქონდესსადაც მოქმედებს წესები და პროცედურებიკარგადაა მოწყობილი ფიზიკური სივრცე (ფიზიკური სივრცის მოწყობის შესახებ იხილეთ სიმონ ჯანაშიას სტატია „სკოლის გარემოს მართვა“ ამავე სახელმძღვანელოში), თუმცა ასეთ კლასში მოსწავლეები შესაძლებელია ვერ სწავლობდნენასეთ შემთხვევაში ამ კლასს კარგად მართულს ვერ დავარქმევთკლასის ეფექტური მართვა მოიცავს ისეთ გარემოსსადაც მოსწავლეები მოტივირებული არიან ისწავლონ და მიაღწიონ წარმატებასკლასის მართვა საკმაოდ რთული ხელოვნებაამასწავლებლისგან ერთდროულად ოც-ოცდაათ მოსწავლესთან მუშობას და უამრავი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვსროგორიცაა მოსწავლის განვითარების დონესასწავლო და ფიზიკური გარემოწესები და პროცედურებისაკლასო აქტივობებიმოსწავლეთა თანამშრომლობაკლასის მართვის სტილი (კლასის მართვის სტილის შესახებ იხილეთ მასწავლებლის  დამხმარე  სახელმძღვანელოსასწავლო და პროფესიული გარემოთბილისი, 2008).
არსებობს რამდენიმე თეორიარომლებსაც ხშირად განიხილავენ კლასის მართვის კონტექსტშიმათ შორისაა: 1უილიამ გლასერის არჩევანის თეორია, რომლის მიხედვითაც ჩვენი ქცევა ჩვენი არჩევანია და მასწავლებელს არ შეუძლია მოსწავლის ქცევა შეცვალოსუბრალოდ შეუძლია მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდოს და დაეხმაროს მოსწავლეებს გააზრებული არჩევანის გაკეთებაშირომლის საფუძველზე მოსწავლეები თავად გააკეთებენ არჩევანს შეცვალონ თუ არა ქცევა2. სკინერის ქცევის მართვის თეორია (ბიჰევიორიზმირომლის მიხედვით მოსწავლის ქცევის მოდიფიკაცია შესაძლებელია მიზანმიმართული წვრთნითთუკი ადეკვატური სტიმულების (წახალისებისდასჯისსისტემას გამოვიყენებთ3. ალფრედ ადლერის და რუდოლფ დრეიკურსის თეორია, რომლის მიხედვითაც ყველა ცუდ ქცევას საფუძვლად უდევს ბავშვის არასწორი ხედვა იმასთან დაკავშირებითროგორ მოიპოვოს სტატუსი და გავლენამოსწავლის ცუდ ქცევას იწვევს ყურადღების მიქცევისძალაუფლების შეგრძნებისშურისძიების სურვილი და უმწეობის განცდაგამხნევება და არა ჯილდოლოგიკური შედეგი და არა დასჯა არის ამ თეორიის მთავარი სტრატეგიები.
ეფექტური  მასწავლებელი  კლასში  ბევრ  ფუნქციას  ასრულებს.  ეს  ფუნქციები  სამ  ძირითად  სფეროდაა გაერთიანებული:
1.      სწავლების  მეთოდების  სწორად  შერჩევა  და  გამოყენება;
2.      სასწავლო  გეგმის  მორგება  მოსწავლეთა  საჭიროებებზე;
3.      კლასის  მართვის    მეთოდების  ეფექტური  გამოყენება.
სწორედ  ჩემი  კვლევის  მიზანს  წარმოადგენს  ზემოთ  ხსენებული  მესამე  სფერო.
ლონგი  და  ფრაი  (1985  წელი)თავიანთ  წიგნში ,,პარასკევამდე  მიღწევა:  კლასის  წარმატებით  მართვის  სახელმძღვანელო       აღნიშნავენ,რომ არასწორია  იმის  მტკიცება  თითქოს:ეფექტური  მასწავლებელი   ახერხებს,  თავიდან  აიცილოს  დისციპლინასთან      დაკავშირებული  ყველა  პრობლემა  იმით,  რომ  მოსწავლეებს  ინტერესის  მოდუნების  საშუალებას  არ  აძლევს; ის  ყოველთვის  მოსწავლეთათვის   საინტერესო  მასალასა  და   აქტივობებს  იყენებს.  კლასში დიციპლინასთან დაკავშირებულიპრობლემები  მხოლოდ  აკადემიურ  საკითხებს,  მათ  შორის,  მოსწავლეთა  საგნით  დაინტერესებას  არ           უკავშირდება.  მოსწავლეებს    შეიძლება  სახლში  ჰქონდეთ  პრობლემები,  რომლებიც  შემდეგ  სკოლაში  გადმოაქვთ;  მათ       შეიძლება  თანატოლებთან  ჰქონდეთ  პრობლემური  ურთიერთობები,  რომლებიც  თავს  იჩენს  არა  მხოლოდ  შესვენებაზე,      არამედ  გაკვეთილზეც;  ასევე, მოსწავლეების დისციპლინის  განმსაზღვრელი  შეიძლება  მათი  განწყობის ცვლილებებიც იყოს (გვ. 3-4)
ანალოგიურ  დასკვნებს  აკეთებენ  ედმუნდ  ემერი,ჯული  სენფორდი,  ბარბარა  ქლემენსი  და  ჟან   მარტინი (1982 ).  ეს  ავტორები  კვლევის  სინთეზის  შედეგად  ასკვნიან:ზოგადსაგანმანათლებლო  სკოლის  ყველა  კლასში კლასის  მართვა        ეფექტური სწავლების განუყოფელ კომპონენტად ითვლება. თუ მასწავლებელს არ აქვს უნარი გააღვივოს თანამშრომლობითი დამოკიდებულება მოსწავლეებში და ჩართოს ისინი სხვადასხვა აქტივობებში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სწავლის შედეგები ეფექტური აღმოჩნდეს, ამასთანავე, კლასის ცუდი მართვა იწვევს დროის ფუჭ ხარჯვას, ამცირებს დროს, რომელსაც მოსწავლეები უშუალოდ დავალების შესრულებაზე ხარჯავენ. ზოგადად, კლასის არასწორი მართვის პირობებში სასწავლო გარემოარ არის ისეთი ხარისხიანი როგორიც უნდა იყოს. (გვ.13)
 კლასის  მართვა  ყოველთვის  ითვლებოდა  მასწავლებლებისთვის ყველაზე  საჭირბოროტო  საკითხად.  კლასის  მართვის მეთოდების  პირველი  ცნობილი  ფართომასშტაბიანი  კვლევა  ჩატარდა  ჯაკობ ქოუნინის  მიერ(1970  წელი).  კლასის  მართვის  შესახებ  ჩატარებულ  კვლევებში  მნიშვნელოვანი  იყო   1976  წელი,   როცა  ბროფისა  და  ევერთსონის  კვლევის         შედეგები  გამოქვეყნდა. კლასის  მართვა აღმოჩნდა  ეფექტური  სწავლების  ერთერთი  განმსაზღვრელი  ფაქტორი.  ბროფი  და ევერთსონი  თავიაანთ  კვლევაზე  წერენ: ,,კლასის  მართვის  უნარი  მასწავლებლის  წარმატების  განმაპირორბებელი                 ძირითადი ფაქტორია.   მასწავლებლის წარმატების  საზომად  კი შეიძლება  გამოიყენებოდეს  მოსწავლეთა  აკადემიური მოსწრება. ასე რომ, კლასის მართვის უნარი მასწავლებლისათვის გადამწყვტი მნიშვნელობის მატარებელია. ის, ვისაც მართვის უნარი კარგად აქვს განვითარებული, ვერ იქნება წარმატებული მასწავლებელი. (გვ.27)
ამ  კვლევებით  გაკეთდა  საინტერესო  დასკვნა:  კლასის  მართვაზე  ყურადღება  სასწავლო  წლის დასწაყისშივე  უნდა  იქნეს   გამახვილებული,  რადგან  ეს  იქნება  გარანტი  იმისა,  რომ  კლასის  მართვა    სასწავლო  წლის  მანძილზე  სირთულეს  აღარ    წარმოადგენდეს.   კლასის  მართვის  სფეროში  ჩატარებული  შემდგომი  კვლევებიდან  საყურადღებოა   ჯერებ  ბროფის              ,,კლასის  სტრატეგიის  კვლევა’’(ბროფი  1996  წელი) (ბროფი  და  მაქქასლინი 1992  წელი). 
ბოლო  30  წლის  განმავლობაში  ჩატარებული  კვლევები  ადასტურებს,  რომ  კლასის  მართვა  არის  ეფექტური  სწავლების      ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი  კომპონენტი. 
მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასდისციპლინური დარღვევების რაოდენობას და ზოგადადმასწავლებლის ეფექტურობის განმსაზღვრელ მთავარ ფაქტორსაცსწორედ კლასის მართვა წარმოადგენსამას ყველა კვლევა ადასტურებსრომელიც მასწავლებლის ეფექტურობაზე ჩატარებულა (მარზანო და სხვები, 2003).
   ამ  სფეროში  ჩატარებული  კვლევები  ადასტურებს,  რომ  წესებისა  და  პროცედურების  ჩამოყალიბება  და  დანერგვა              მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოსწავლეთა  ქცევასა  და  მათ  აკადემიურ  მოსწრებაზე.  თუმცა  კვლევები,  ასევე ადასტურებს,  რომ  არ  შეიძლება  წესები  და  პროცედურები  მოსწავლეებს  თავს  მოვახვიოთ.  წესები  და  პროცედურები         მოსწავლეებს  კარგად  უნდა  ავუხსნათ  და  აქტიურად   ჩავრთოთ  მათ  დანერგვაში. მკვლევარები  აღნიშნავენ:  წარმატებული მასწავლებლები  ხარჯავდნენ დროსა  და  ენერგიას  იმისთვის,  რომ  აეხსნათ  მოსწავლეებისათვის  არა მხოლოდ  წესები,  არამედ  ამწესების  დანერგვის  აუცილებლობაც.  ამ  მოსწავლეებისათვის  იმის  გაგება,  თუ  რატომ              უნდა  შეასრულონ  ესა  თუ  ის  წესი,  ძალიან  მნიშვნელოვანია.  მხოლოდ  ასეთი  პროცესის  გავლის  შემდეგ  შეიძლება           იქცეს     წესი  მოსწავლისათვის  მისაღებად.  გამოიკვეთა  ნაკლებად  წარმატებული  მასწავლებლების  მახასიათებლებიც;  მათ   კლასებში  ან  საერთოდ  არ  არსებობდა  წესები  და  პროცედურები(შესაბამისად,  მასწავლებელს   ყოველ  წუთს                უხდებოდა  ახალი  გადაწყვეტილების  მიღება,  რაც  მას   სწავლების  პროცესს  ხშირად  აწყვეტინებდა),  ან  იმდენი  წესი          ჰქონდათ    კლასში  დანერგილი,  რომ   დეტალებზე  ზედმეტი  კონცენტრაციის  გამო,  თავად  წესი  მნიშვნელობას    კარგავდა.(გვ.58-59)       კლასის  მართვის  ერთერთი  ყველაზე  კარგად  გამოკვლეული  პროგრამაა   კლასის  ორგანიზაციისა  და მართვის    პროგრამა (კომპი).  კომპი  შეიმუშავეს  ქეროლაინ  ევერთსონმა  და  მისმა  კოლეგებმა  ვანდერბლითის  უნივერსიტეტიდან.  ეს  პროგრამა  ხაზს  უსვავს  წესებისა  და  პროცედურების  დანერგვის  აუცილებლობას.  ასევე  პროგრამა  ეხება  კლასის      ორგანიზაციის    პრინციპებს,  მოსწავლეთა  ანგარიშვალდებულების  დაწესებას,  სწავლების  დაგეგმვასა  და  ორგანიზაციას,  სწავლების პროცესის წარმართვასა და ძალისხმევის შენარჩუნებას.  აღნიშნული მასალები ამოღებულია დებრა ჯ. ფიქერინგის წიგნიდან  ,,კლასის მართვა: კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები მასწავლებლებისათვის’’ (2003წ.),  რომელშიც მოცემულია დისციპლინის გაუმჯობესებაზე მიმართული რეკომენდაციები, ასევე რეკომენდაციები მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობის შესახებ, საუბარია მასწავლებლის მენტალურ მზაობაზე, მოსწავლის პასუხისმგებლობაზე კლასის ეგექტურ მართვასთან არის დაკავშირებული
                     პ რ ო ბ ლ ე მ ა   და   ს ა კ ვ ლ ე ვ ი   ს ა კ ი თ ხ ი
პრაქტიკული  კვლევა  ჩატარდა   სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის  №2 საჯარო  სკოლაში.   სამიზნე ჯგუფად შევარჩიე VIIა კლასი. კლასში ირიცხება  18 მოსწავლე,  13  ბიჭი  და  5 გოგონა. მე ამ კლასის დამრიგებელი ვარ  V კლასიდან, მაგრამ მიმდინარე სასწავლო წელს განსაკუთრებით  გამიჭირდა კლასის მართვა.  ალბათ იმიტომ, რომ  ამ ასაკში იწყება  პიროვნების ფორმირება სხვადასხვა კუთხით. გარდატეხის ასაკის პრობლემების შესახებ ყველამ იცისყველას გაუგონიარომ ამ დროს მოზარდს ქცევა ეცვლებაის ხდება უფრო ჯიუტიხშირად – აგრესიული (განსაკუთრებით – უფროსების მიმართ), ზოგჯერ საკუთარ თავში იკეტებაეცვლება ხასიათი და ინტერესთა სფეროუჩნდება სწავლისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულებარასაც განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამენ მასწავლებლებიაქვე მინდა დავამატორომ „რთული ასაკისთვის“ დამახასიათებელი თავისებურებები თავს იჩენს არა მხოლოდ იმ მოსწავლეებთანრომლებსაც სწავლა უჭირთამ ცვლილებებს განსაკუთრებით განიცდიან ბავშვების მშობლებისოციუმი დარაღა თქმა უნდაპედაგოგები. პედაგოგებთან გასაუბრებით აღმოვაჩინე, რომ უმრავლესობას უჭირდა კლასში მოსწავლეთა ქცევის მართვა. ჩემი თხოვნით  შევიკრიბეთ  კლასში  შემსვლელი მასწავლებლები. ვისაუბრეთ კლასში არსებულ პრობლემებზე, აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები ხშირად აგვიანებდნენ გაკვეთილებზე, არ წერდნენ საკლასო და საშინაო დავალებებს,  ეკამათებოდნენ ერთმანეთს და კლასში იქმნებოდა კონფლიქტური სიტუაციები, არ ემორჩილებოდნენ  სკოლის შინაგანაწესს. ამ პრობლემების დადგენის მიზნით გადავწყვიტე  ჩამეტარებინა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა საგნის მასწავლებლებთან თანამშრომლობით და დამედგინა პრობლემის გამომწვევი მიზეზები მხოლოდ ასაკობრივი თავისებურებები იყო, თუ  სხვა ფაქტორებიც მოქმედებდა მათ ქცევაზე.
ჩვენ  გამოვთქვით  ვარუდები,  რომ  პრობლემის  გამომწვევი  ფაქტორები  შესაძლოა იყოს მაგალითად:
·         პედაგოგების  ლმობიერება;
·         მოსწავლეთა  ურთიერთობა;
·         მგრძნობიარე თემები;
·         ქცევის წესების  შეუსრულებლობა,  სტრეოტიპული  აზროვნებიდან  გამომდინარე;
·         ვერ  ხედავენ  საკუთარ  როლს  და  ადგილს  გაკვეთილზე;
·         გარკვეული  აკრძალვები;
·         სოციალურ-ეკონომიკური  მდგომარეობა;
·         ასაკობრივი  თავისებურებები;
·         გაკვეთილზე  საჭირო  მასალის  უქონლობა;
·         სხვისი  აზრის  უპატივისცემლობა;
·         მშობელთა  ინერტულობა;
გამომდინარე იქედან, რომ მეშვიდე კლასი გარდატეხის ასაკის შუა პერიოდია, ამ დროს თავს იჩენს ძალაუფლებისა და შურისმაძიებელი მოსწავლეების ქცევის მახასიათებლები, ხოლო მოსწავლეთა დესტრუქციული ქცევა უარყოფითად აისახება მთელ კლასში აკადემიურ მოსწრებაზე. ამიტომ პედაგოგებს გვიჭირს კლასის მართვა.
კ ვ ლ ე ვ ი ს        მ ი ზ ა ნ ი
  VIIა  კლასში,  კლასის  მართვის  პრობლემების   გამომწვევი მიზეზების  დადგენა  და  გაუმჯობესების  გზების  ძიება.
რა  შეიძლება  იყოს    პრობლემის   გამომწვევი  მიზეზები?      პრობლემის  ზუსტად  განსაზღვრისათვის   მნიშვნელოვანი  იყო     ჩამომეყალიბებინა  კვლევის  მთავარი  კთხვა: 
რა  არის   VIIა    კლასში  კლასის  მართვის   პრობლემების  მიზეზები?
   საკვლევი  პრობლემის  აქტუალობის  დასადგენად  ინტერვიუები  ჩავწერე  კლასში  შემსვლელ  მასწავლებლებთან  და            კლასის  აღმზრდელთან,  მასწავლებლებთან   ჩატარებული  შეხვედრების  შედეგად  შევჯერდით  იმ  საკითხებზე, თუ  რა არის გასაუმჯობესებელი და რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები. 
ამ  თავში  განხილულია  საკვლევი  საკითხი  და  ქვეკითხვები,  მოცემულია  კვლევის  დიზაინი  და  კვლევის  გეგმა,                    წარმოდგენილია    ინფორმაცია  მუშაობის  ეტაპების  შესახებ.  განხილულია  კვლევისთვის     მონაცემთა  შეგროვების                მეთოდები.  კვლევის  მთავარ  კითხვაში  აღნიშნული  პრობლემების  მიზეზების  დადგენაში  დამეხმარა  შემდეგ ქვეკითხვებზე  პასუხების  გაცემა:
v  რამდენად  ხშირად  არღვევდნენ  მოსწავლეები  ქცევის  წესებს;
§  თუ  არღვევდნენ  წესებს  რა  იყო  ამის  მიზეზი?
§  თუ  არ  არღვევდენენ  წესებს  რა  განაპირობებდა  ამას?
v რომელი საგნის მასწავლებლების გაკვეთილებზე იქცევიან კარგად აღნიშნული კლასის მოსწავლეები და რა არის ამის მიზეზი?
v  რომელი  საგნის  მასწავლებლების  გაკვეთილებზე  იქცევიან  ცუდად  და  რა  არის  ამის  მიზეზი?
რამდენად  ეფექტურია მშობლებთან ინდივიდუალური მუშაობა?
უზიარებენ  თუ  არა  კლასში   შემსვლელი  მასწავლებლები  ერთმანეთს  საკუთარ  გამოცდილებას მოსწავლეთა  ქცევის პროცესში, კლასის მართვაში წარმოქმნილი სირთულეებისა და მატი გადაჭრის გზების შესახებ? ვფიქრობ,აღნიშნული  კვლევის  შედეგად  მომავალში  შევძლებ  კლასის  ეფექტურ  მართვას,  რაც გარანტი  იქნება  იმისა,         რომ  აკადემიური  მოსწრება  ამაღლდება.  აღნიშნულ  კითხვებზე  პასუხის  გასაცემად  შევიმუშავე  კვლევის  გეგმა.
კ ვ ლ ე ვ ი ს        გ ე გ მ ა
  კვლევის  სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა  შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე  ინტერვიუ,      ფოკუსირებული      დაკვირვება  გაკვეთილებზე,  კითხვარი,  მეორადი  მონაცემების  ანალიზი,   ფოკუს-ჯგუფი.
ინტერვიუმ  კლასში  შემსვლელ  მასწავლებლებთან  მომცა  საშუალება  განმესაზღვრა  აღნიშნული  პრობლემის აქტუალობა, დამეხმარა რომ გამეგო უმრავლეს მასწავლებელს ამ კლასში ჰქონდა კლასის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდებოდნენ აღნიშნულ საკითხს და პრობლემა პრობლემად რჩებოდა.      
 ფოკუსირებული  დაკვირვება  გაკვეთილებზე-ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით დავაკვირდი საგაკვეთილო პროცესებს სხვადასხვს საგნის მასწავლებლებთან. მაინტერტესებდა რამდენად და როგორ ახერხებდნენ კლასის მართვას. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც სხვა ნებისმიერი კლასის მართვა არ უჭირდათ, ამ კონკრეტულ კლასში კი, დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ წესრიგის დასამყარებლად და საგაკვეთილო  პროცესის სამართავად.  იყვნენ  მასწავლებლები,   რომლებიც  საერთოდ  ვერ  მართავდენენ  კლასს,  მოსწავლეები თვითნებურად    გადაადგილდებოდნენ  საგაკვეთილო  პროცესის   დროს  ოთახში,    გაკვეთილიდან  უნებართოდ  კლასს       ტოვებდნენ,  ასევე  არ  უსმენდნენ  მასწავლებელს, ხშირად  საუბრობდნენ არასაგაკვეთილო  შინაარსის   თემებზე, მასწავლებლის  შენიშვნაზე  არ  რეაგირებდნენ.  ეკამათებოდნენ   პედაგოგს  და  მაქსიმალურად  ცდილობდნენ   საგაკვეთილო  პროცესის  ჩაშლას.
კითხვარი  მომზადდა  მოსწავლეებისთვის (იხ.დანართი N1) ანკეტირებაში  მონაწილეობა  მიიღეს  VII  კლასის  მოსწავლეებმა. მათ  შეავსეს ამობეჭდილი ფურცლები.  18 მოსწავლიდან კითხვარი არ შეავსო  3 მოსწავლემ, მათ არ მოისურვეს თანამშრომლობა.  ანკეტირებაში   მოსწავლეთა  მთლიანი  რაოდენობის   83,3%  მიიღო მონაწილეობა.  მიმაჩნია, რომ  ამ  კითხვარმა ზოგადი  წარმოდგენა შექმნა მოსწავლეების დამოკიდებულებებისა და მოსაზრებების გასაგებად სკოლაში ქცევასთან დაკავშირებით. 
ფოკუს-ჯგუფი  ჩატარდა  ორ  სამიზნე  ჯგუფთან:  ერთი   მასწავლებლებთან,   მეორე  VIIა    კლასის მოსწავლეებთან. ასე იმიტომ მოვიქეცი,  რომ ფოკუს-ჯგუფის  წევრებიც  უფრო  გულახდილები  და  გახსნილები  ყოფილიყვნენ, ასევე პასუხი გაეცათ დამატებით კითხვებზე, რაც კითხვარითა და ფოკუსირებული კითხვებით ვერ მივიღე.  ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრებები გამოითქვა მასწავლებლების ფოკუს-ჯგუფში.  მაგალითად, ერთერთი პედაგოგის მოსაზრებით, ნებისმიერ ახალ კლასში შესვლისას პირველ რიგში ყურადღებას  ამახვილებს ქცევაზე  და ქცევის დარღვევის შემთხვევაში იყენებს შესაბამის პრევენციულ ზომებს და მაქსიმალურად მოითხოვს მოსწავლეებისაგან ქცევის წესებისა და პროცედურების დაცვას, რაც წინაპირობაა იმისა, რომ ყველა კლასში წარმატებულად მართავს საგაკვეთილო პროცესს. რაც შეეხება მოსწავლეების მოსაზრებებს, ისინი აღნიშნავდნენ რომ უამრავი მიზეზი არსებობდა კლასში ქცევის წესების დარღვევისა. ერთ-ერთი ის იყო, რომ არ აინტერესებდათ საგანი და ვერ ხედავდნენ საგნის შესწავლის საჭიროებას(რუსული ენა), ასევე მასწავლებლის ემოციური მდგომარეობა და ლმობიერებაც განაპირობებდა მათ დესტრუქციულ ქცევას, თუ პედაგოგი  მკაცრად ექცეოდათ  შედარებით აკონტროლებდნენ საკუთარ ქცევას, თუმცა სრულყოფილად ვერა. ასევე აღნიშნეს რომ სახელმძღვანელოში მოთავსებული მასალა იყო უინტერესო, რაც მათ უკარგავდა მოტივაციას.
მეორადი მონაცემების ანალიზი- მეტი ინფორმაცია რომ მომეპოვებინა, საკვლევ საკითხთან მიმართებაში გავესაუბრე  დაწყებითი კლასის მასწავლებელს, აღმოჩნდა რომ კლასში რამდენიმეჯერ მოხდა მოსწავლეთა მობილობა, რამაც  გამოიწვია შეუთავსებლობა ახლად გადმოსულ მოსწავლეებსა და კლასში დამხვდურებს შორის, ამას ემატება ისიც, რომ კლასში უფრო მეტი ვაჟებია, ვიდრე გოგონები (13 ბიჭი- 5 გოგონა), რაც გარკვეულ წილად წარმოშობს ქცევის პრობლემებს.
                             მ ო ნ ა ც ე მ თ ა    ა ნ ა ლ ი ზ ი
ანკეტირების  შედეგად  დაიდო  შემდეგი  სურათი:  პირელ  კითხვაზე  კლასში  კარგი  ქცევა  არის:   15  გამოკითხულიდან  6  თვლის,  რომ  აკადემიური  წარმატების  მიღწევის  საშუალებაა,  4ის  აზრით  თანაკლასელებთან  ნორმალური  ურთიერთობის საშუალებაა, კიდევ  ოთხ  მოსწავლეს  მიააჩნია,  რომ  საკუთარი  თავისადმი  პატივისცემის  გამოხატვის  საშუალებაა, მხოლოდ  ერთია  იმ  მოსაზრებაზე, რომ  კარგი ქცევით მასწავლებლის კეთილგანწყობას მოიპოვებს. 

 მეორე  კითხვაზე  კლასში  წესრიგის  დაცვა  დამოკიდებულია:  7 მოსწავლის  აზრით  მასწავლებელზე,  4  მოსწავლის აზრით,  წესებისა  და  შინაგანაწესის  შესრულებაზე,  სამი  მოსწავლე  თვლის,  რომ  მოსწავლეებზეა  დამოკიდებული                კლასში  წესრიგის  დაცვა,  მხოლოდ  ერთს  მიაჩნია  რომ  საკლასო  კულტურაზეა  დამოკიდებული. 
 რაც  შეეხება კითხვას  გარკვეულ საგანში წარმატებას ვაღწევ იმიტომ, რომ:   6 მოსწავლის  აზრით გაკვეთილზე არის წესრიგი,  5 მოსწავლის აზრით, კონკრეტული საგნის სწავლა ეადვილება,  3 მოსწავლე  ფიქრობს, რომ გამოცდა აქვს ჩასაბარებელი,  მხოლოდ  ერთმა  მოსწავლემ  აღნიშნა  რომ  მშობლები  ურჩვედნენ  გარკვეული  საგნის  სწავლას.  

მეოთხე  კითხვაზე   გარკვეული  საგნის  სწავლებაში  არ  ვარ  წარმატებული  იმიტომ,  რომ:  7 მოსწავლის  აზრით გაკვეთილზე  არ   არის  წესრიგი,  4  მოსწავლის  აზრით  კონკრეტული  საგნის  სწავლება  უძნელდებათ,  სამს  მიაჩნია,  მაინც  არ  დაუწერენ  მაღალ  შეფასებას,  ხოლო  ერთი  თვლის,  რომ    გამოცდებზე  საერთოდ  არ  სჭირდება. 

  შემდეგ  კითხვაზე  გაკვეთილზე  კარგად  ვიქცევი  იმიტომ,  რომ:  7  მოსწავლის  აზრით  მასწავლებელი  საინტერესოდ            ხსნის    გაკვეთილს,  4  მოსწავლე  ამბობს,  რომ  პატივს  სცემს  მასწავლებელს,  თუმცა  არ  აინტერესებს  საგანი,  ხოლო              სამი  მოსწავლისთვის  მასწავლებლის  სიმკაცრეა  გაკვეთილზე  კარგი  ქცევის  განმაპირობებელი,  ხოლო  ერთი  მოსწავლე      კი  ფიქრობს,  რომ  საგანი სჭირდება  საგამოცდოდ.  
ბოლო  შეკითხვაზე  ცუდად  ვიქცევი  იმიტომ  რომ: კლასის  უმრავლესობა  9  მოსწავლე  თვლის,  რომ  მასწავლებელი               საინტერესოდ  ვერ   ხსნის,  ოთხ  მოსწავლეს  არ  აინტერესბს  საგანი,  ერთი  მოსწავლის  აზრით  მასწავლებელს  უჭირს            წესრიგის  დამყარება   კლასში  და  ერთ  მოსწავლეს  საერთოდ  საგანი  არ  სჭირდება  და  ამიტომ  იქცევა  ცუდად.
კითხვარის  ანალიზის  შედეგად  მივედით  იმ  დასკვნამდე,  რომ  გამოკითხულთა  უმრავლესობის  აზრით  კლასში  ქცევის     მართვა   დამოკიდებულია  უმთავრესად  მასწავლებელზე,  თუ  მასწავლებელი  ვერ  მართავს  კლასს  შესაბამისად                       მოსწავლეებსაც  ეკარგებათ  სწავლის  მოტივაცია.   ისინი  ხდებიან  ინერტულნი  და  როგორი  საინტერესოდაც  არ  უნდა          ახსნას   გაკვეთილი  მასწავლებელმა, ინფორმაცია  ვერ  მიდის  მათთან  სრულად,  ვერ  მყარდება კომუნიკაცია მასწავლებელსა  და  მოსწავლეს  შორის,  მასწავლებლის   არაეფექტური  სასწავლო  პროცესის  მართვის  გამო, გაკვეთილი ხდება მათთვის უინტერესო, ამიტომაც იშლება საგაკვეთილო პროცესი.
კ ვ ლ ე ვ ი ს   მ ი გ ნ ე ბ ე ბ ი
მონაცემთა  ანალიზის  შედეგად  გამოიკვეთა  რამდენიმე  მნიშვნელოვანი  მიგნება:  
 VIIა    კლასში  შემსვლელ  პედაგოგებს  შორის  გამოცდილების  გაზიარების  ნაკლებობა;  პედაგოგები  ამ  თემაზე  საუბარს        გაურბიან,  რადგან  ეს  მათთვის მტკივნეული  საკითხია,  არავის  უნდა  იმის აღიარება, რომ უჭირს კლასის მართვა,  მის გაკვეთილზე ხმაურია.
მოსწავლეები  მეტნაკლებად  კარგად  იქცევიან  იმ  მასწავლებლის  გაკვეთილზე,  რომლებიც  წლების მანძილზე ასწავლიან;
 მოსწავლეები  საგაკვეთილო  პროცესს  შლიან  იმ  მასწავლებლებთან,  რომლებიც  მეტად  ლმობიერები  და  დამთმობები არიან;
ის მოსწავლეები იქცევიან შედარებით კარგად, ვისი მშობლებიც უფრო მეტად არიან დაინტერესებული მოსწავლეთა შედეგებით და თანამშრომლობენ მასწავლებლებთან.
         წლის  დასწაყისშივე  მასწავლებელი  თუ  არ  შეიმუშავებს  ქცევის  წესებს  და  პროცედურებს  მოსწავლეებთან  ერთად,          ეს  გამოიწვევს  იმას,  რომ  გაუჭირდება კლასის მართვა, საგაკვეთილო პროცესი ჩაიშლება და სწავლა-სწავლების ხარისხი უზომოდ დაბალი იქნება.
        მასწავლებელი სანამ შევა პირველად ნებისმიერ კლასში, მანამდე აუცილებლად დამრიგებლისაგან უნდა გაიგოს თითოეული მოსწავლის ფსიქო-სოციალური  მდგომარეობა,  რაც  დიდად  განაპირობებებს კლასის  ეფექტური  მართვის  პროცესს.
     შ ე ს ა ძ ლ ო    ი ნ ტ ე რ ვ ე ნ ც ი ე ბ ი
კვლევის  პროცესში  მიღებული  ინფორმაციის  და  მონაცემების  ანალიზის  საფუძველზე,  შევიმუშავე  სავარაუდო                     ინტერვენციის   რამდენიმე   ვარიანტი:
·         კლასში  შემსვლელ  მასწავლებლებთან  მქონდეს  ხშირი  ურთიერთობა  გამოცდილების  გაზიარების  მიზნით;
·         სადამრიგებლო პროგრამის შედგენისას აუცილებლად გავითვალისწინო თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური,  ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლები,  ნიჭი,  ემოციები , ინტერესები,  პირადი გამოცდილება, აკადემიური საჭიროებები  და სწავლის სტილი;
·         კლასში  შესვლისთანავე    მოსწავლეებთან  ერთად  შევიმუშაო ქცევის  წესები  და  პროცედურები;
·         სასწავლო  პროცესის  უკეთ  მართვის  მიზნით,  გაკვეთილზე  გამოვიყენო ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდები;
·         მოსწავლეები  ჩავრთო  სხვადსხვა სასკოლო და საკლასო შემეცნებით  ღონისძიებებში.
  ვფიქრობ,  რომ  ასეთი  აქტივობების  განხორციელებისას   მოსწავლეები  ერთმანეთს დაეხმარებიან  სხვადასხვა  კონცეფციის  უკეთესად გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებაში,  დამოკიდებულებების   ჩამოყალიბებასა  და  მოტივაციის ამაღლებაში.   ეს  აქტივობები  ხელს  შეუწყობს აგრეთვე მასწავლებლისა და მოსწავლის  თანამშრომლობას,  რაც  გააუმჯობესებს კლასის მართვას.
        გ ა ნ ხ ო რ ც ი ე ლ ე ბ უ ლ ი          ც ვ ლ ი ლ ე ბ ე ბ ი
ზემოთ  მოცემული  ინტერვენციის  ვარიანტები  განვიხილე  VIIკლასში  შემსვლელ  პედაგოგებს  შორის. შემდეგ შევარჩიეთ და განვახორციელეთ  შემდეგი ცვლილებები:
·         კლასში  შემსვლელ  მასწავლებლებთან  თანამშრომლობა;
·         სადამრიგებლო პროგრამაში თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური,  ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლების,  ნიჭის,  ემოციების , ინტერესების,  პირადი გამოცდილების, აკადემიური საჭიროებებისა   და სწავლის სტილის გათვალისწინება;
·         ქცევის  წესების  შემუშავება  მოსწავლეებთან  ერთად;
·         ინოვაციური  და  ინტერაქტიული  მეთოდების  გამოყენება;
·         მოსწავლეთა ჩართვა სასკოლო და საკლასო შემეცნებით  ღონისძიებებში;
·         მშობელთა აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.
  კლასში  შემსვლელ  მასწავლებლებთან  თანამშრომლობა- ხშირი საუბრებითა და გამოცდილების გაზიარებით  უკეთ გავერკვიეთ მოსწავლეთა საჭიროებებში, კლასის ეფექტური მართვის სტრატეგიებში, რომლებიც დავნერგეთ პრაქტიკაში, ეს გარკვეულ წილად დამეხმარა კლასის მართვაში.
სადამრიგებლო  პროგრამაში  თითოეული  მოსწავლის  ინდივიდუალური თავისებურებების  გათვალისწინება- სადამრიგებლო პროგრამა ერთვის სასკოლო სასწავლო გეგმას და მისი განუყოფელი ნაწილიაპროგრამის ამოცანაა საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დააყენოს თითოეული მოსწავლემოსწავლის ფიზიკურიაკადემიური და ფსიქიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით განუვითაროს მათ ზოგადი და სასწავლო უნარებიდაუმკვიდროს აღსაზრდელს თვითშეფასების უნარი და აქედან გამომდინარე საკუთარი ძალების რწმენა. ამ კუთხით მუშაობამ საკმაო წარმატებები მომიტანა კლასთან მუშაობაში.
 ქცევის  წესების  შემუშავება  მოსწავლეებთან  ერთად- როდესაც მოსწავლეებს გავაცანი მოსწავლეთა ქცევის კოდექსი და სკოლის  შინაგანაწესი,  აღმოჩნდა,  რომ  ისინი  სათანადოდ  ვერ აცნობიერებდნენ  საკუთარ პასუხისმგებლობებს, მაგრამ ქცევის წესების ერთად შემუშავების შემდეგ მოსწავლეებმა  მეტ-ნაკლებად შეცვალეს თავიანთი დამოკიდებულებები. მოსწავლეებთან  ერთად უფრო აქტიურად  ვიმუშავე  საკლასო  წესებისა და პროცედურების დამკვიდრებაზე, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე; დისციპლინის დარღვევის პრევენციულ/აღმკვეთ სტრატეგიებზე;  გაკვეთილებზე გამოვიყენე სასურველი ქცევის განმტკიცების სტარტეგიები,რამაც შეცვალა  მოსწავლეთა თვითრეგულირებადი ქცევა. ( კლასში შესვლა; გაკვეთლზე ყოველდღე მოსატანი ნივთები; დაგვიანება; გაკვეთილის გაცდენა და გაცდენილის ანაზღაურება/დავალების შესრულება; დამოუკიდებელი მუშაობა; ჯგუფში მუშაობა; კითხვის დასმა/დახმარების თხოვნა; დავალების ჩანიშვნა/ჩაბარება; გაკვეთილიდან გათავისუფლება; მასწავლებლის საუბრის დროს წყნარად მოსმენა; თანატოლების და მასწავლებლის პატივისცემა და  სხვა).  წესებისა და პროცედურების ჩამოყალიბებისას  მოსწავლეებთან ერთად ზუსტად ავხსენი, თუ რას გულისხმობდა  თითოეული  მათგანი.
      ინოვაციური  და  ინტერაქტიული  მეთოდების  გამოყენება-გულისხმობს შემეცნებითი პროცესების მიზანმიმართულ გამოყენებას სწავლის დროს. იგი აიოლებს ახალმიღებული ინფორმაციის აღქმას, გადამუშავებას და გონებაში შენახვას. სწავლების პროცესში გამოვიყენე სხვადასხვა სტრატეგიებრომლებმაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა წარმოსახვითი და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისა. საგანმანათლებლო ლიტერატურაში სწავლების მეთოდების სხვადასხვა კლასიფიკაციას ვხდებით. ერთ-ერთი კლასიფიკაციით, ისინი ორ ჯგუფად იყოფა: მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობს კონკრეტული მასალის ათვისებას და მეთოდები, რომლებიც ავითარებს ზოგად/ტრანსფერულ უნარებს, - თუმცა ეს დაყოფა პირობითია, რადგან მეთოდთა უმრავლესობა მოსწავლეებს საგნობრივთან ერთად ზოგადი კომპეტენციის განვითარებაშიც ეხმარება. მრავალი სასწავლო მეთოდი (მაგალითად, პროექტმეთოდი, ჯიგსოუ, სიტყვის პირამიდა, ცნების რუკა, გონებრივი იერიში, როლური თამაში, კოგნიტური სქემების შევსება  და სხვა) ისწრაფის, განუვითაროს მოსწავლეებს დამოუკიდებლად მოქმედების უნარი. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სწავლების ინოვაციური  და  ინტერაქტიული   მეთოდები  ერთი მედლის ორი მხარეა. სწავლების მეთოდების ეფექტიანი გამოყენების წინაპირობა სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაა, რაც კარგად გამოიკვეთა სადამრიგებლო კლასთან მუშაობის დროს და ეფექტური შედეგიც მოგვცა.
      ოსწავლეთა ჩართვა სასკოლო და საკლასო შემეცნებით  ღონისძიებებში- VIIა კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩაბმული სასკოლო,საკლასო ღონისძიებებსა  და სპორტულ შეჯიბრებებში  სკოლის თვითმმართველობასთან ერთადსკოლის სააქტო დარბაზში ჩავატარეთ ლიტერატურულ მუსიკალური კომპოზიცია თემაზე: ,,დაგვბედებოდეს ნატვრის ახდენასაშობაო   ზღაპარი’’.  საღამომ მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა. ჩავატარე საუბრები კლასსაათის თემატიკით განსაზღვრულ საკითხებზე: ,,შენ წიგნები შეიყვარე გულით და ისინი აგაფრენენ მაღლა”, ,,ქვეყნად არცერთი ბრძენი არ იყო მასწავლებელირომ არ ჰყოლოდა”, ,,ათასად კაცი დაფასდა ათი ათასად ზრდილობა”,   ,,ჩემი მიზანი’’, ,,დროის ფასი”, ,,ეთიკისა და ესთეტიკის როლი  მოზარდების ჩამოყალიბებაში ,, ტყუილს მოკლე  ფეხები  აქვს’’,   ,, როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი’’,  ,, მეგობარი ნაწილია სულისა’’, ,, შენ და კანონი’’- ადამიანის უფლებების მსოფლიო დღე’’, ,, კამათის ხელოვნება’’, ჩემი საყვარელი ლიტერატურული გმირი’’ და სხვა. მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე და ჩავატარე ლიტერატურული საღამოები ,,ლამაზად შვილის აღმზრდელი დედამიცნია ღმერთადა’’,  ,,ენა დედაა ერისა’’.  მაისის თვეში მოვაწყეთ ექსკურსია-,,მშობლიური  ბილიკებით  გურიაში’’.
მშობელთა აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში - სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვისროგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსიმშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენსმშობლებთან ურთიერთობით მოსწავლეებმა აიმაღლეს კითხვის შედეგები.მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე სასწავლო პროცესის მორგებამ სასურველი შედეგი მომცამოსწავლეებმარომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო პროცესშიუკეთეს შედეგებს მიაღწიესმიიღეს უკეთესი  ნიშნებიჰქონდათ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებებიმათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო და გამოირჩეოდნენ პოზიტიური ქცევითკეთილგანწყობილი იყვნენ სკოლის მიმართ  და ჰქონდათ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენამშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებაზეცსასწავლო პროცესში მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებასამდენადუკეთესი შედეგების მისაღწევად სკოლა და მასწავლებელი დაინტერესებული უნდა იყოს მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით. ამ მიზნით  პერიოდულად  ვხდებოდი  კლასის მოსწავლეთა მშობლებსვსაუბრობდით სწავლის ხარისხის ამაღლებაზესკოლისა და ოჯახის როლზე პიროვნების ჩამოყალიბებაშივმუშაობდით აქტივობის ბარათებზერომლებიც ,,G-PRAID’’-ის  პროექტით  გათვალისწინებულია მშობლებისათვის
საკუთარი პედაგოგიური კვლევის შედეგების მიხედვით კლასის

ეფექტური მართვისათვის შემუშავებული რეკომენდაციები

·          მასწავლებელმა  კლასში  შესვლისთანავე,  სასწავლო  წლის  დასწყისში,  მოსწავლეებთან  ერთად  შეიმუშავოს   და        დანერგოს   კლასში  ქცევის  წესები  და  პროცედურები;
·         თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური,  ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლების,  ნიჭის,  ემოციების , ინტერესების,  პირადი გამოცდილების, აკადემიური საჭიროებებისა   და სწავლის სტილის გაცნობა;
·         კლასში  შემსვლელ  მასწავლებლებთან  თანამშრომლობა;
·         კრიტიკული  მეგობრის  ინსტიტუტის  ეფექტური  უკუკაშირის  მეთოდის  გამოყენება;
·          ინოვაციური  და  ინტერაქტიული  მეთოდების  ხშირი გამოყენება;
·         კლასგარეშე  ღონისძიებებში  მოსწავლეთა  ხშირი  ჩართვა;
·         მშობელთა აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში;
·         მოსწავლეთა  მობილობისაგან  (იგულისხმება  კლასიდან  კლასში  გადასვლა,  ან კლასების რეორგანიზაცია) მაქსიმალურად თავის შეკავება





დ ა ს კ ვ ნ ა 
კლასის მართვა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და პრობლემატური საკითხია დღევანდელ საგანმანმნათლებლო სფეროშიაქედან გამომდინარე  საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკული  კვლევა  ჩავატარე   სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის  №2 საჯარო  სკოლის VII კლასში.  აღნიშნული კვლევის მიზანი იყო კლასის მართვის პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენა,მის საფუძველზე შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა და გაუმჯობესების გზების ძიება. პრაქტიკული კვლევა მოიცავდა ლიტერატურის დამუშავებასა და მიმოხილვას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებითმეთოდოლოგიის შემუშავებისას - გამოვიყენე თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტებიპრობლემის მოკვლევამონაცემების ანალიზინტერვენციების დაგეგმვადანერგვა და შეფასებადასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება კვლევის შედეგად დავადგინე კლასის მართვის პრობლემების მიზეზები:
Ø  კლასის  რეორგანიზაცია;
Ø  ქცევის   წესების  არაეფექტურად  გამოყენება;
Ø  პედაგოგებს  შორის  ინფორმაციის  გაცვლის  ნაკლებობა;
Ø  რუტინული  გაკვეთილები;
Ø  გარკვეული   სასწავლო  რესურსების  არ  ქონა;
Øკლასგარეშე  ღონისძიებებში  მოსწავლეთა  ნაკლებჩართულობა;
Øმშობელთა პასიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში;
 აღნიშნული  პრობლემების  აღმოსაფხვრელად  გადაიდგა  გარკვეული  ნაბიჯები.  გატარებული  ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა,  რომ  მათი  უმრავლესობა  შედეგიანი  იყო.
                                            ბ ი ბ ლ ი ო გ რ ა ფ ი ა
1.      სიმონ  ჯანაშია. ,,სკოლის გარემოს მართვა’’ (2008წ.)
2.    რობერტ მარზანო, იანას მარზანო, დებრა ფიქერინგი. ,,კლასის მართვა-კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები მასწავლებლებისათვის’’ (2003წ.)
3.    მასწავლებლის  დამხმარე  სახელმძღვანელო- კლასის მართვის სტილის შესახებ -სასწავლო და პროფესიული გარემოთბილისი, 2008).
4.      ლონგი  და  ფრაი  ,,პარასკევამდე  მიღწევა:  კლასის  წარმატებით  მართვის  სახელმძღვანელო ‘’   (1985  წელი)  
5.      ჯერებ  ბროფი.   ,,კლასის  სტრატეგიის  კვლევა’’  1996  წ.
6.      ბარბარა  ქლემენსი  და  ჟან   მარტინი.  ,,კლასის მართვა’’ (1982წ.)
7.        7.ლობჯანიძეროგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3  მაისი.
             http://mastsavlebeli.ge/?p=281



                                     
                                                                                                                                                                                                          
                                                                                                                                                                           დანართი  N1
მოსწავლეთა  ანკეტირება
1.        კლასში  კარგი  ქცევა  არის:
ა) აკადემიური  წარმატების  მიღწევის  საშუალება;
ბ)  თანაკლასელებთან  ნორმალური  ურთიერთობის  საშუალება;
გ)  საკუთარი  თავისადმი  პატივიცემის  გამოხატვის  საშუალება;
დ) მასწავლებლის  კეთილგანწყობის  მოპოვების  საშუალება.
2.        კლასში  წესრიგის  დაცვა  დამოკიდებულია:
ა)  წესების  და  შინაგანაწესის  შესრულებაზე;
ბ)  მასწავლებელზე;
გ) მოსწავლეზე;
დ) საკლასო  კულტურაზე;

3.        გარკვეულ  საგანში წარმატებას  ვაღწევ   იმიტომ,  რომ:
ა) გაკვეთილზე  არის  წესრიგი;
ბ)  მშობლები  მირჩევენ,  რომ  ის  საგანი  ვისწავლო;
გ) ამ  კონკრეტული  საგნის  სწავლება მეადვილება;
დ)   გამოცდები  მაქვს  ჩასაბარებელი.
4.        გარკვეული  საგნის  სწავლებაში  არ  ვარ  წარმატებელი  იმიტომ,  რომ:
ა)  გაკვეთილზე  არ  არის  წესრიგი;
ბ)  მაინც არ  დამიწერენ  მაღალ  შეფასებას;
გ)  ამ  კონკრეტული  საგნის  სწავლება  მიძნელდება;
დ)  არ  მჭირდება  გამოცდებზე.
5.          გაკვეთილზე  კარგად  ვიქცევი  იმიტომ,  რომ:
ა) მასწავლებელი  საინტერესოდ  ხსნის  გაკვეთილს;
ბ)  არ  მაინტერესებს  საგანი,  მაგრამ  პატივს  ვცემ  მასწავლებელს;
გ)  მასწავლებელი  მკაცრია;
დ)  საგანი  მჭირდება  საგამოცდოდ;
ე)  და  სხვა  .  ,,ე“  ვარიანტის  არჩევის  შემთხვევაში  პასუხი  დააკონკრეტეთ-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.        ცუდად  ვიქცევი  იმიტომ , რომ:
ა)  მასწავლებელი  საინტერესოდ  ვერ  ხსნის  გაკვეთილს;
ბ) არ  მაინტერესებს  საგანი;
გ)  მასწავლებელს  უჭირს  წესრიგის  დამყარება  კლასში;
დ)  საგანი  არ  მჭირდება
ე)და  სხვა    ,,ე“  ვარიანტის  არჩევის  შემთხვევაში  პასუხი  დააკონკრეტეთ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
კლასის მართვა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და პრობლემატური საკითხია დღევანდელ საგანმანმნათლებლო სფეროშიაქედან გამომდინარე  საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკული  კვლევა  ჩავატარე   სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის  №2 საჯარო  სკოლის VII კლასში. კვლევა განვახორციელე 2017-2018 სასწავლო წლის  I-II სემესტრში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო კლასის მართვის პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენამის საფუძველზე შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა და გაუმჯობესების გზების ძიება. პრაქტიკული კვლევა მოიცავდა ლიტერატურის დამუშავებასა და მიმოხილვას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებითმეთოდოლოგიის შემუშავებისას - გამოვიყენე თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტებიპრობლემის მოკვლევამონაცემების ანალიზინტერვენციების დაგეგმვადანერგვა და შეფასებადასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება საკუთარი პედაგოგიური კვლევის შედეგების მიხედვით კლასის ეფექტური მართვისათვის შევიმუშავე  რეკომენდაციები:
·          მასწავლებელმა  კლასში  შესვლისთანავე,  სასწავლო  წლის  დასწყისში,  მოსწავლეებთან  ერთად  შეიმუშავოს   და        დანერგოს   კლასში  ქცევის  წესები  და  პროცედურები;
·         თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური,  ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლების,  ნიჭის,  ემოციების , ინტერესების,  პირადი გამოცდილების, აკადემიური საჭიროებებისა   და სწავლის სტილის გაცნობა;
·         კლასში  შემსვლელ  მასწავლებლებთან  თანამშრომლობა;
·         კრიტიკული  მეგობრის  ინსტიტუტის  ეფექტური  უკუკაშირის  მეთოდის  გამოყენება;
·          ინოვაციური  და  ინტერაქტიული  მეთოდების  ხშირი გამოყენება;
·         კლასგარეშე  ღონისძიებებში  მოსწავლეთა  ხშირი  ჩართვა;
·         მშობელთა აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში;
·         მოსწავლეთა  მობილობისაგან  (იგულისხმება  კლასიდან  კლასში  გადასვლა,  ან კლასების რეორგანიზაცია) მაქსიმალურად თავის შეკავება.
კვლევაზე მუშაობა  იყო  ძალიან  ნაყოფიერი,  საინტერესო და რაც  მთავარია,  გამოიკვეთა  შედეგი,  რომელიც  მიღწეული  იქნა  დიდი  ძალისხმევისა  და  მოსწავლეთა  ინტერესების  გათვალისწინების  შედეგად.  გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, შეიცვალა სწავლების მეთოდებიმოსწავლეთა უკუკავშირმა მასწავლებლები დააფიქრა სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზეკვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის.  დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი  განახორციელონ  საკუთარი პრაქტიკის კვლევათემის არჩევა მათი პრაქტიკის საჭიროებიდან მოხდება.




VIIა   კლასის დამრიგებელი                                  ვარდო  ხოზრევანიძე




Комментариев нет:

Отправить комментарий